არჩილ თალაკვაძე - მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვო, ერთად შევინარჩუნოთ ის ვითარება, რაც ახლა გვაქვს, ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ მოახერხა, საქართველომ კი შეძლო

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვო, ერთად შევინარჩუნოთ ის ვითარება, რომელიც ახლა გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მან პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვიდრე მოხდება მედიკამენტის შემუშავება და მისი ფართო მოხმარებაში ჩაშვება, ან ვაქცინის შემუშავება, ან ეპიდემიის პიკის გადავლა, ის, რასაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამსახურები აკეთებენ, ძალიან შედეგიანი და მისასალმებელია. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვო, ერთად შევინარჩუნოთ ის ვითარება, რომელიც ახლა გვაქვს. ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ მოახერხა, საქართველომ კი შეძლო. ეს ძალიან დასაფასებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრს და ჯანდაცვის თუ სხვა მოკავშირე სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც დღეს წინა ხაზზე დგანან და ამ რისკებს უშუალოდ იგერიებენ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა