გიგა ბოკერია - სამწუხაროა, მაგრამ, ამავე დროს, მოსალოდნელი იყო, რომ ე.წ. კლანის ჩვეულებრივი წევრია წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ

„სამწუხაროა, მაგრამ, ამავე დროს, მოსალოდნელი იყო, რომ ე.წ.კლანის ჩვეულებრივი წევრი იქნა წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ“ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერას. ბოკერიას განცხადებით, ქადაგიძემ მოსმენაზე გამოთქვა მზაობა, რომ „პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლების მხარდასაჭერად და ოპონენტების სალანძღად მოსამართლეების ჩართვას მხარს უჭერს“.

„საზოგადოებას ისედაც გვქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, ხოლო მოსმენა, რომელიც პარლამენტში შედგა, მან ეს დაადასტურა პრაქტიკულად იმ კითხვა-პასუხისას, როდესაც მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლების მხარდასაჭერად და ოპონენტების სალანძღად მოსამართლეების ჩართვას მხარს უჭერს და მეორე, საკვანძო დავისას, საზოგადოების ინტერესების სააწინააღმდეგოდ, ბიუროკრატების ინტერესებს იცავს, იმიტომ რომ იმ მომენტში ასეთი იყო დაკვეთა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის მოთხოვნებს შეესაბამება. კომიტეტის დასკვნა ბიუროს დღესვე გადაეგზავნება,რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის მოხდება საკითხის კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს