ნინო ქადაგიძე ეკა ბესელიას - მე არ ვიცი რატომ არ მაქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორალური უფლება?

დამერწმუნეთ, არავისზე ნაკლები პატრიოტი ვარ. მე ჩემი ქვეყნის სიყვარულით გავიზარდე და ერთადერთი საფიცარი ჩემი ქვეყანაა. მე თუ ამას ვერ შევძლებ და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ვერ გავამართლე მათი ნდობა, ჩემთვის თანამდებობა კომფორტის ზონა ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ უნეზაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოსამართლეობის 20 წლის განმავლობაში საზოგადოებამ თუ ვერ ნახა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გახდებოდა სალაპარაკო და განხილვის საგანი და როგორც პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მიღებული“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, მისი ყველა გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იყო.

„გუშინ რაღაცებს ვათვალიერებდი. ძალიან შემთხვევით, გარკვეული პერიოდისთვის წასაკითხად გადადებული მქონდა დათო ტურაშვილის წიგნი „თავისუფალი ადამიანი“. შესაძლოა, ზუსტი ინტერპრეტაცია ვერ მოვახდინო, მაგრამ წიგნი იწყება ასეთი ფრაზებით - „მე მჯეროდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული მართლმსაჯულებაც მოიპოვებდა დამოუკიდებლობას“. არ ვიცი, რამდენად გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მინდა ღრმად მჯეროდეს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ იმას, ქვეყანამ, რაღაც ეტაპზე ნამდვილად მიიღოს დამოუკიდებელი და გამართული მართლმასაჯულება. ეს ჩემი ძალიან დიდი სურვილია“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე განმარტებით, ის თანამდებობაზე მიჯაჭვული ადამიანი არ არის.

„აქვე ვამბობ და საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, თუ კითხვის ნიშნები გაჩნდება ჩემს მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მე არანაირი სურვილი არ მაქვს ასეთ შემთხვევაში, გავაგრძელო სამოსამართლეო მოღვაწეობა. რაც შეეხება იმას, უნდა ვიყო თუ არა თავმჯდომარე და მაქვს თუ არა ამის მორალური უფლება, მე არ ვიცი, რატომ არ მაქვს ამის მორალური უფლება, ვინ გესახებათ იდეალურ თავმჯდომარედ, მოსამართლე ან ადამიანი, რომლესაც არასდროს ჰქონია სასამართლოსთან შეხება?! არ იცის, რა სტკივა მოსამართლეს, არ აქვს ხედვა როგორ უნდა განვითარდეს სასამართლო, არ აქვს შესაძლებლობა დაიცვას მისი დამოუკიდებლობა, არ უყვარს თავისი პროფესია. ქალბატონო ეკა, თქვენ თვლით, რომ ასეთი თავმჯდომარე უკეთესი იქნება?! მე ცოტა სხვანაირად ვხედავ ამ საკითხს და ვთვლი, რომ მე არავისზე ნაკლები პატრიოტი ვარ“. - განაცხადა ნინო ქადაგიზემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს