არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის პარლამენტის რომელიმე წევრს ან თანამშრომელს ინფექციის შემთხვევა დადასტურებული არ აქვს

ამ მომენტისთვის პარლამენტის რომელიმე წევრს ან თანამშრომელს ინფექციის შემთხვევა დადასტურებული არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მან დეპუტატებს მიმართა, რომ თუ სხდომებზე მათი დასწრება გარკვეული აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული, შესაძლებლობა აქვთ სხდომის მიმდინარეობას თვალი დისტანციურად ადევნონ.

„ამ დღეებში ვეცდებით, რომ მხოლოდ აუცილებელ საკითხებზე ვიმუშაოთ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მივიღოთ ყველაზე მთავარი გადაწყვეტილებები. ყველა ჩვენს კოლეგას მინდა ვუთხრა, თუ ისინი უშუალოდ არ იქნებიან განხილვის პროცესის მონაწილეები ან კანონპროექტის მომხსენებლები, შეგიძლიათ ამ დღეებში თქვენი ოფისებიდან ადევნოთ თვალი სხდომის მიმდინარეობას და მაშინ ჩაერთოთ, როცა საჭიროდ ჩათვლით ან როდესაც კენჭისყრა იქნება. ამ მომენტისთვის პარლამენტის რომელიმე წევრს ან თანამშომელს ინფექციის შემთხვევა დადასტურებული არ აქვს და შესაბამისად, ის ზომები, რაც პარლამენტში გვაქვს მიღებული, ამ მომენტისთვის ეფექტურია. თუ იქნება საჭიროება და თუ იქნება ინფიცირების შემთხვევა, უკვე გაწერილი გვაქვს რეაგირების სცენარები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს