პრემიერი - გამოწვევები იზრდება და ჩვენი მთავრობის პასუხი იქნება კიდევ უფრო მეტად მკაცრი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია, რომ გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს“. ამის შესახებ პრემიერმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. ეს გადასვლა ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვს. ეს დავალებები დღეს გაიცა. ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს“, - აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ თავდაპირველად გადადგმულმა ნაბიჯებმა თუ შეზღუდვებმა კარგად იმუშავა და იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მოქალაქეებისთვის გარკვეული შეზღუდვა დისკომფორტს იწვევს, ჯანმრთელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„გამოწვევები იზრდება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავრობის პასუხი იქნება კიდევ უფრო მეტად მკაცრი“, - განაცხადა გახარიამ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება