არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი აგრძელებს მუშაობას და მზადაა ყველა გადაწყვეტილების განხილვისა და მიღებისათვის, რომელიც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას და როგორც ჯანდაცვის პროფესიონალები, ასევე ყველა სხვა სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც ამ ერთობლივ ძალიხსმევაშია ჩართული, ეფექტურად ასრულებს თავის მოვალეობას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს არის პანდემია, მსოფლიო გამოწვევა და იმისთვის, რომ საქართველომ ვითარების შენარჩუნება შეძლოს, თითოეული მოქალაქის მონაწილეობა და მხარდაჭერაა საჭირო, იმ საერთო ეპიდემილოგიური და ჯანდაცვის ზომების მიმართ, რომელიც ქვეყანაში ახლა ტარდება.

„ვფიქრობთ, რომ საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც პრემიერ -მინისტრის ოფისთან არის შექმნილი, მისი ხელმძღვანლეობით, ძალიან წარმატებით მუშაობს და რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს პარლამენტის სრული მხარდაჭერა, რომ გამოიყენოს და განახორციელოს ყველა შესაძლო ზომა, რომელიც აუცილებელი იქნება მომავალშიც ვირუსის გავრცელების შესაკავებლად. ვფიქრობ, რომ ვითარება, რომელიც ახლა არის ქვეყანაში, ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის დამსახურება და შედეგი. ჩვენ, თითოეული მოქალაქე, უნდა გავუფრთხილდეთ ამ ვითარებას. ის რომ დღეს ქვეყანაში არის სიმშვიდე, რომ მთავრობა ახერხებს ეკონომიკის მხარდაჭერას, ყველა საკვანძო ფუნქცია ქვეყანაში ნორმალურად ფუნქციონირებს, ეს რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგია და თითოეული მოქალაქე პატივისცემითა და წესების დაცვით უნდა მოექცეს ამ შედეგს. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას და მზადაა ყველა გადაწყვეტილების განხილვისა და მიღებისათვის, რომელიც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა