ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას - ამ სიტუაციაში უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აპარებთ და მგონია, რომ ეს არაეთიკურია

გვესმის, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და გვესმის, რომ რაღაც საკითხებზე ისეთი ოპონირების გაწევა არ არის სწორი, მაგრამ რამდენად გესმით თქვენ ეს? ამ სიტუაციაში უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აპარებთ და მგონია, რომ ეს არაეთიკურია, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის იურიდიულ კომიტეტზე მოსმენას.

გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, ისეთი კანონპროექტების განხილვა გადაიდოს, რომელზეც ოპონირება და დებატებია მოსალოდნელი.

„გვესმის, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და გვესმის, რომ რაღაც საკითხებზე ისეთი ოპონირების გაწევა არ არის სწორი, მაგრამ რამდენად გესმით თქვენ ეს? ამ სიტუაციაში უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აპარებთ და მგონია, რომ ეს არაეთიკურია. შეგვეძლო ეს საკითხი დროში გადაგვედო და სხვაგვარად გაგვეკეთებინა. გამოდის, რომ რაღაც სივრცე დაინახეთ და ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს გაპარების რეჟიმში. ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ არასათანადოდ იყო ოპონირება, არასათანადოდ იყო მსჯელობა. თუ ამ სივრცით ისარგებლებთ და ყველა იმ საკითხის გასატანად გამოიყენებთ, მგონია, რომ ეს სწორი არ იქნება. ბატონო არჩილ, სულისკვეთებაში მოგყვებით, მაგრამ თქვენც გაითვალისწინეთ ის მოცემულობა, რომ რაღაც საკითხები შეიძლება გადავდოთ იმ დროისთვის, როცა ნორმალურ პოლიტიკურ სივრცეში დავბრუნდებით. გადავდოთ ისეთი კანონპროექტების განხილვა/კენჭისყრა, რომელიც ითხოვს კამათსაც და არგუმენტირებულ საუბარსაც, ხოლო რა საკითხებიც ამ სიტუაციისთვის არის აუცილებელი, მზად ვართ, ყველაფერში მხარი დაგიჭიროთ,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს