მთაწმინდის რაიონში ამორტიზებული სახურავი იცვლება

მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქ. N2/5-ში ამორტიზებული სახურავი იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სახურავის ჩანაცვლება და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 800 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართზე მსგავსი პროექტი ბოლო ათეული წლებია არ განხორციელებულა, შესაბამისად გარკვეული პრობლემები ექმნებოდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ეს უკვე უმოკლეს ვადაში მოუგვარდებათ. მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, პარალელურად სხვადასხვა სამუშაოსაც ახორციელებს და მსგავსი პროექტები წლის განმავლობაში კიდევ არის დაგეგმილი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 000 ლარია გამოყოფილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს