რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თანამოქალაქეებს სახალხო დღესასწაულს „კლოჩე სარე სალეს“ ულოცავს. ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.
„დღეს საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ეზიდები „კლოჩე სარე სალეს“ - გაზაფხულის დადგომას აღნიშნავენ. ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ეზიდ თანამოქალაქეებს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.