მამუკა მდინარაძე - არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხს, არამედ ყველა საკითხს, რაც გადასაწყვეტია, დაჩქარებულ ტემპში განვიხილავთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი ყველა საკითხს, რომელიც გადასაწყვეტია, დაჩქარებული წესით ან დაჩქარებულ ტემპში განიხილავს და გამონაკლისი ამ მხრივ არც საკონსტოტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი და არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საკითხია.

“ჩვენ არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხს, არამედ ყველა საკითხს, რაც არის გადასაწყვეტი, ასე ვუდგებით, დაჩქარებულ ტემპში, ზოგჯერ დაჩქარებული წესით, რეგლამენტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი უწყების, ინსტიტუტის ფუნქციონირება არ შენელდეს, სადმე არ მოხდეს რაიმე კოლაფსის მაგვარიც კი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და გადაწყვეტილებები მივიღოთ სწრაფად. ასევე ვიქცევით ჩვენ კონსტიტუციასთან მიმართებით, როცა ერთი თვის გასაკეთებელს გავაკეთებთ სულ რამდენიმე დღეში და ერთ კვირაში გვექნება ის სამუშაო ჩატარებული, რასაც სხვა შემთხვევაში ვატარებდით ხოლმე ერთი თვის განმავლობაში, რადგან ამის საშუალებას რეგლამენტი იძლევა. ასეთი მიდგომა იქნება ყველა საკითხთან დაკავშირებით, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით,"- განაცხადა მდიმარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო