დიმიტრი ხუნდაძე - შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა

შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მის თქმით, ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოს რთული დღე დაუდგა, ვირუსმა დაფარა ყველა კონტინენტი.

„მიუხედავად იმისა, რომ საწყის ლოკაციაში - ჩინეთში მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა, მის საზღვრებს გარეთ ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება. მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა და ყოველ ღამე ასეულობით ადამიანის გარდაცვალება ფიქსირდება. კორონავირუსმა შეარყია მსოფლიო ეკონომიკაც, რის გამოსწორებასაც, ალბათ, წლები დასჭირდება.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ კორონასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. სინქრონში მუშაობს ყველა უწყება. პრემიერის ხელმძღვანელობით ყოველდღე და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც იკრიბება საკოორდინაციო საბჭო. კეთდება ეპიდვითარების საერთო ანალიზი, იხილება ყველა შესაძლო სცენარი, მუშავდება სამოქმედო გეგმა, ფართოვდება საკარანტინო ზონა. კლინიკების გამოთავისუფლება ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა საჭიროების შემთხვევაში ვირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა იზოლირებულად გაიარონ მკურნალობა. მიმდინარეობს სამედიცინო მომსახურებისათვის სჭირო მასალებისა და მედიკამენტების რამდენიმეთვიანი მარაგების მობილიზება. კონტროლდება სახელმწიფო საზღვარი, რომელიც პრაქტიკულად დახურულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეკონომიკური გუნდი მუშაობს, რომ მნიშვნელოვანი ზიანი არ მიიღონ როგორც მოქალაქეებმა, ისე ბიზნესმა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი განცხადებით, საჭიროა დაბალანსებული რეგულაციები, რომ ქვეყნის ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები არ განვითარდეს.

„ზოგადი ვითარება ქვეყანაში საიმედოა, მაგრამ ეს სიმშვიდის და თვითკმაყოფილების უფლებას არ გვაძლევს, რადგან მოსალოდნელია შიდა გავრცელების ფაქტების სიმრავლე. თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ დიდი ზიანის გარეშე ამასაც გავართმევთ თავს. საჭიროა პროცესების სწორად მართვა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მესაზღვრეებს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, ექიმებს. თითოეულ მათგანს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები. მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, დაიცვან რეკომენდაციები და არ დაარღვიონ წესები, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი იყოს პოზიტიურად მართვადი, მაგრამ ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება . ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, მაგრამ ყველას თავისი სავალდებულო ლოკაცია და ამ ვალდებულების სრულად შესრულება ევალება. სქართველო ღირსეულად გაართმევს ამ გამოწვევას თავს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა