პარლამენტის წევრებმა ექიმებს შექმნილ ვითარებაში საქმიანობისთვის მადლობა პლენარულ სხდომაზე ტაშით გადაუხადეს

მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომელთა სახელების ხსენებაზეც სრულიად საქართველო ერთიანდება. ესენი არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები - პროფესიონალები საქმის, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით და მზრუნველობით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დააღწევს თავს ამ გართულებას”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვთხოვ დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს, ტაშით მივეგებოთ ჩვენი ექიმების დამსახურებულ საქმიანობას“,- აღნიშნა დეპუტატმა ლადო კახაძემ და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და განსაკუთრებით გამოყო შექმნილ ვითარებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, დროული, ოპერატიული და გამართული მუშაობა.

ამასთან, პარლამენტის წევრმა სიმშვიდისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ურთიერთგამხნევებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას კარგი მაკოორდინირებელი საქმიანობისთვის მადლობა ჩვენს მთავრობას, მის პირად შემადგენლობას დროულობის, ოპერატიულობის და გამართული მუშაობისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გონივრულად მოეკიდა ამ სირთულეს, შეაფასა თავისი თავი, როლი და ადგილი. მინდა იმედიანი შეძახილით მივმართო ასევე სრულიად საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა