ემზარ კვიციანი - ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და თენგიზ ცერცვაძის სახელები საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა

ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და თენგიზ ცერცვაძის სახელები საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მან კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„სამი ადამიანის სახელსა და გვარს ჩამოვთვლი: ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. მათი სახელები საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. არამარტო მათი, ასევე მათი თანამშრომლებისაც. მინდა იმ ადამიანებს აღუთქვა თანადგომა, რომლებიც დღეს ინფიცირებული არიან და ვირუსს ებრძვიან. მინდა მათ ვუთხრა, რომ მთელი საქართველო თქვენთანაა და ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ,“- განაცხადა კვიციანმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები