ბექა ნაცვლიშვილი - დღესვე უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ფიქრი, მუნიციალური საავადმყოფოები შეიქმნას, რომ ბიუჯეტის ფულით ბიზნესი არ ფინანსდებოდეს

კორონავირუსის კრიზისმა უნდა გვასწავლოს ერთი გაკვეთილი და ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა. ბიუჯეტის ფულით ბიზნესი არ უნდა ფინანსდებოდეს, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მეტად გაზრდილ კრიზისს ვეღარ უპასუხებს.

როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, ის, რომ დღეს ქვეყანამ ჩარჩოში მოაქცია ვირუსი, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ექიმების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების დამსახურება და ეს არ არის ჯანდაცვის სისტემის დამსახურება.

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეტად გაზრდილ კრიზისს ვერ უპასუხებს, იმიტომ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არის კერძო. ამ კორონვირუსის კრიზისმა უნდა გვასწავლოს ერთი გაკვეთილი, ჩვენ უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა სახლემწიფო ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა. დღეს ის ადამიანები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მათი ხელფასი, ექთნების არის 350 ლარი, ცოტა მეტი ხელფასი აქვთ შეიძლება ექიმებს. ამ ადამიანებმა ენთუზიაზმზე სადამდე უნდა გაძლონ?! სანამ ჯანდაცვა იქნება ბიზნესი და მოგებაზე ორიენტირებული იქნება ყველა კლინიკა, მანამდე ამ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებას ვერ უზრუნველცყოფთ და ეს მძიმედ დააწვება ზოგადად ჩვენი ჯანდაცვის სისტემას. ამიტომ დღესვე უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ფიქრი, რომ მუნიციპალური საავადმყოფოები შეიქმნას, რომ ბიუჯეტის ფულით ბიზნესი არ ფინანსდებოდეს. ეს უნდა დასრულდეს და ღირსეული ჯანდაცვა არ უნდა იყოს ერთეულების ფუფუნება," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, ბექა ნაცვლიშვილი მოქალაქეების გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას იქამდე ითხოვს, სანამ სახელმწიფო მათთვის საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას არ შეძლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო