ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბუტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მარტის დასაწყისში დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, 31 მარტამდე შევიდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის WWW.NAEC.GE ვებ გვერდზე და აირჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი.

მათივე ინფორმაციით, KIU-ში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები. სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, 150 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. კამპუსი მოიცავს: სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე აღნიშნავს, KIU იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლებაში ჩართული იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესორები.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს. მენეჯმენტის პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ პროგრამული კონცენტრაციები - მათ შორის ინოვაციებში, მარკეტინგში, ფინანსებში, ეკონომიკაში. არჩევანი დიდია არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ მომიჯნავე მიმართულებებითაც. უნივერსიტეტის განვითარების გეგმით გათვალისწინებულია შემდგომი წლების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამების სპექტრის გაფართოებაც. მათ შორის დაგეგმილია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო დარგებისა და სამედიცინო პროგრამების დამატება“, - აღნიშნავს ალექსანდრე თევზაძე.

ასევე, უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ინგლისურ ენაზე განხორციელდება, რაც სტუდენტებს დაეხმარება ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციაში.

„კამპუსის განვითარებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რასაც უზრუნველყოფს გარშემორტყმული ტყის მასივი. იმედი გვაქვს, საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრების გამოცდილება ჩვენს სტუდენტებში დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.

უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ: https://kiu.edu.ge/

https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity/

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო