თურქეთი ევროპიდან 3614 საკუთარი მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს

თურქეთი ევროპის 9 ქვეყნიდან საკუთარი 3614 მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავლუშოღლუმ განაცხადა.

„თურქეთის ავიახაზები“ 34 რეისს განახორციელებს და 3 614 მოქალაქეს ჩამოიყვანს. ისინი კარანტინს სტამბოლში გაივლიან“,-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ევაკუაცია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ევროპის დატოვების სურვილი გამოთქვეს.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის თურქეთში კორონავირუსის 47 შემთხვევაა დარეგისტრირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა