სერგო რატიანი - ბიძინა ივანიშვილი ყველა კრიზისულ სიტუაციაში იმალება ხოლმე, ეს არის მისი ხელწერა

ბიძინა ივანიშვილი ყველა კრიზისულ სიტუაციაში იმალება ხოლმე და ეს არის მისი ხელწერა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილს ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, ამ ვითარებაში საჯაროდ უნდა გამოჩნდეს.

„დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ლიდერები არ იქცევიან. მითუმეტეს, როცა არის კრიზისული ვითარება, ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის ლიდერი და არის ქვეყნის ლიდერი, ის უნდა იყოს აქტიური და მისი ხმა უნდა ისმოდეს, მის პერსონას უნდა ვხედავდეთ და ის რეკომენდაციები, რომელიც მას აქვს, უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ახლა მაინც არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა არაფორმალურად, მან უნდა გაგვაცნოს ამ შემთხვევაში მისი პოზიცია.

ბიძინა ივანიშვილი ყველა კრიზისულ სიტუაციაში იმალება ხოლმე და ეს არის მისი ხელწერა. ლიდერი, რომელსაც აქვს პრეტენზია ლიდერობაზე, მას უნდა ჰქონდეს საჯარო პოზიცია ,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა