გიგი წერეთელი - კარანტინის და თვითიზოლაციის დამრღვევთათვის სანქციები გონივრულ ჩარჩოებში უნდა იყოს, ჩვენი მხარდაჭერა ყველა სწორ ნაბიჯს ექნება

ჩვენი მხარდაჭერა ექნება ყველა იმ სწორ ნაბიჯს, სწორ რეგულაციას, სწორ მოწოდებას, რომელიც თავიდან აგვაცილებს ვირუსის გავრცელებას და მოსალოდნელ სირთულეებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა კარანტინის და თვითიზოლაციის დამრღვევთათვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგი წერეთელის თქმით, დღეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა არის ყველა მოქალაქეზე, ყველა ჩვენგანზე.

„შეიძლება იყოს კანონები, სიმკაცრე, მაგრამ ყველამ უნდა დაიცვას ელემენტარული წესი, რადგან თითოეულ დარღვევას შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები ბევრი ადამიანისთვის. ამიტომ ერთია - კანონის სიმკაცრე და მეორეა-ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, სანქციები არ უნდა იყოს ბევრად განსხვავებული იმისგან, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაწესდა, სადაც ვირუსის გავრცელების უფრო სწრაფი ტემპებია.

„ეს შეიძლება იყოს ფულადი ჯარიმაც და ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც, ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობაც. მე იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა და ჩვენი საზოგადოება გაგებით მოეკიდება ყველაფერ ამას. სანქციებიც უნდა იყოს გონივრულ ჩარჩოებში. ჩვენი მხარდაჭერა ექნება ყველა იმ სწორ ნაბიჯს, სწორ რეგულაციას, სწორ მოწოდებას, რომელიც თავიდან აგვაცილებს ვირუსის გავრცელებას და მოსალოდნელ სირთულეებს. ამიტომ სოლიდარობა და საერთო პასუხისმგებლობის შეგრძნება და თითოეული მოქალაქის მოვალეობა იქნება განმსაზღვრელი იმის, რომ ჩვენთან ვითარება ნაკლებად დამაზიანებელი იქნება,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს