TBILISI OPEN AIR 2020 26-28 ივნისს გაიმართება

ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, TBILISI OPEN AIR წელს 26-28 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „Tbilisi Open Air“ - დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აბონემენტების გაყიდვა 17 მარტს იწყება. 7 აპრილის ჩათვლით ფესტივალის სამივე დღეზე დასასწრები აბონემენეტის ღირებულება 125 ლარს შეადგენს და რაოდენობა შეზღუდულია.

თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს აბონემენტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. 8 აპრილიდან დაიწყება დღიური ბილეთების გაყიდვა და აბონემენტის ღირებულება გაიზრდება. აბონემენტების შეძენა შესაძლებელია მისამართზე tkt.ge/OpenAir და თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ივნისამდე დავამარცხებთ COVID-19-ს, უკან მოვიტოვებთ ამ რთულ პერიოდს და ერთად მოვუსმენთ ჩვენს საყვარელ არტისტებს Lisi Wonderland-ში. აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ფესტივალის თარიღები და მივიღოთ საჭირო ზომები“, - წერია ფესტივალის ოფიციალურ განცხადებაში.

„ოთხი სცენა, 50-ზე მეტი არტისტი, მათ შორის ჰედლაინერები: APPARAT, LP, SHE WANTS REVENGE, POLO&PAN, KONSTANTIN, ROBAG WRUHME, PETRE INSPIRESCU, მწვანე ოთახი, BADFORD FALLS თავს ფესტივალის უცვლელ მისამართზე, ლისი ვანდერლენდში იყრიან.

TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელმაც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ის დღემდე რჩება ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ კულტურულ მოვლენად, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის - 5,000-მდე ტურისტი.

TBILISI OPEN AIR 2020-ის მთავარი სცენა, ტრადიციულად 18:00 საათიდან გაიხსნება. ამ სცენაზე ისეთი გენიალური არტისტების მოსმენას შეძლებთ, როგორიცაა: APPARAT, LP, SHE WANTS REVENGE, POLO&PAN, მწვანე ოთახი, BADFORD FALLS და სხვა.

EYE STAGE ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც Tbilisi Open Air-ს 2018 წელს შემოუერთდა. წელს EYE STAGE-ზე ისეთ უცხოელ და ადგილობრივ არტისტებს მოუსმენთ, როგორიცაა: PETRE INSPIRESCU-ს, ROBAG WRUHME-ს, JENNIFER CARDINI-ს, KONSTANTIN, გიო შენგელია, SEVDA და სხვა.

GARDEN STAGE Psytrance სცენაა, რომელიც მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. GARDEN STAGE-ის ჰედლაინერები არიან ACE VENTURA, FUNGUS FUNK, GASPARD.

აკუსტიკური მუსიკისა და ჯაზის სცენას წელს LENO STAGE POWERED BY SINGER ეწოდება. LENO STAGE-ზე ისეთ ქართულ ბენდებსა და არტისტებს მოუსმენთ, როგორებიც არიან: APRILEE & BACHO SVANIDZE, AFTERNOON VERSION, OUTSIDER, LUA, YOUNG GEORGIAN LOLITAZ, LADY HEROINE, SEXY BYCICLE, LOUDSPEAKERS და 2020 წლის Newcomers-ს, რომელიც რამდენიმე კვირაში გამოვლინდება.

ფესტივალის თარიღების შეცვლის შემთხვევაში TKT.GE და Tbilisi Open Air შემოგთავაზებთ არჩევანს: თქვენ შეძლებთ ან სრულად დაიბრუნოთ თანხა, ან შეინარჩუნოთ ბილეთი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალის თარიღები არ შეიცვლება, შეძენილი ბილეთების დაბრუნება, ან გადაცვლა შესაძლებელი აღარ იქნება),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა