სოფო კილაძე - არ მახსენდება არც ერთი ჩვენი პარტნიორის განცხადება, რომელსაც დაედასტურებინოს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში იყოს საუბარი ე.წ. პოლიტპატიმრებზე

მათ ინტერესებშიც არ შედიოდა ეს შეთანხმება, ასეთი განცდა მაქვს და ისინი ცდილობენ ჩაშალონ ის შედეგები და დიალოგის მიღწევები,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციის განცხადებებს.

სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკითხით პოლიტიკურ სპეკულირებას ცდილობს.

„მე არ მახსენდება არც ერთი ჩვენი პარტნიორის განცხადება, რომელსაც დაედასტურებინოს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში იყოს საუბარი ე.წ. პოლიტპატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე, როგორც სავალდებულო შეთანხმების ნაწილზე.

ასეთი შეთანხმება არ იყო ასევე დაწერილი ერთობლივ განცხადებაში, რომელიც იყო გამოქვეყნებული. მე მესმის, რომ ოპოზიცია ყველა ძალ-ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ პოლიტიკური სპეკულირება მოაყოლოს ამ საკითხს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ ინტერესებშიც არ შედიოდა ეს შეთანხმება, ასეთი განცდა მაქვს მე თვითონ და სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ ჩაშალონ ის შედეგები და დიალოგის მიღწევები, რომელსაც ჩვენმა გუნდმა ოპოზიციამ და დასავლელმა პარნტიორებმა მივაღწიეთ“, - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ პლენარულ სესიას ესწრება. როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, ისინი საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ და ამის შემდეგ სხდომას დატოვებენ. თუმცა, ცნობილია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი. როგორც მან განმარტა, მისი პოზიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების გარეშე, შეთანხმებაზე საუბარი შეუძლებელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს