პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა (114 მომხრე). აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა ოპოზიციამაც მიიღო და მათმა ნაწილმა მხარი დაუჭირა. ამის შემდეგ ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, აღნიშნული კომისია 9 წევრისგან შედგება და ის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას უზრუნველყოფს.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი თენგიზ შარმანაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, კომისიის მდივანი თორნიკე ჭეიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს