ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის კლასტერი დადგენილი და შესწავლილია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის კლასტერი დადგენილი და შესწავლილია. ამის შესახებ მინისტრმა ჟურალისტებს განუცხადა.

„კლასტერების წარმომადგენლობა ამ ეტაპისთვის სრულიად არის გაკონტროლებული. იმ პაციენტების ჯაჭვი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სრულიად არის ამოქმედებული და შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მთავრობა აკვირდება კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკას და გადაწყვეტილებებს არსებული სიტუაციის შეფასების საფუძველზე იღებს.

„ჩვენ ვაკვირდებით გარკვეულ რიცხვებს, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების მზარდ სტატისტიკას, ასევე ვაკვირდებით თუ რამდენად ხარისხიანად სრულდება ყველა უწყების მხრიდან გაცემული რეკომენდაციები და დავალებები. ვაკვირდებით ჩვენი მოქალაქეების მზაობას და სოციალურ პასუხისმგებლობას. ყოველივე ამის ჯამური შეფასება იძლევა იმ გადაწყვეტილებების საფუძველს, რომლებსაც მთავრობა იღებს“, - აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს