ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამეანო განყოფილება მზადდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ორსულებს მოემსახურება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამეანო განყოფილება მზადდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს მოემსახურება.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორსულებისთვის რეკომენდაციები იგივეა, რაც სხვა შემთხვევებში.

„რეკომენდაციები იგივეა, რაც ყველა სხვა შემთხვევაში - სოციალური დისტანცირება, კონტაქტებისგან თავის შეკავება.

რაც შეეხება ორსულებს, აქ შეიძლება დადგეს, რა თქმა უნდა, საჭიროება, რომ ორსული, რომელიც, თეორიულად, დაინფიცირდება კორონავირუსით და დადგება მისთვის სამედიცინო დახმარების საჭიროება ან ეს შეიძლება მოხდეს მშობიარობის პროცესში, ამისთვის მობილიზებულია სამეანო განყოფილება საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, მზადდება უკვე. დაცლილია სხვა დანარჩენი მომხმარებლებისგან და იქნება მზად იმისთვის, რომ თუ ასეთი საჭიროება დადგა, ორსულს დახმარებას აღმოვუჩენთ იმ კონკრეტულ საავადმყოფოში“,- განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, შედიან თუ არა ორსულები კორონავირუსის გავრცელების კუთხით რისკჯგუფებში, გაბუნია ამბობს, რომ ორსულობა ორგანიზმს ასუსტებს და ისევე როგორც ხანდაზმული პირები, ორსული ადამიანებიც ამ მხრივ საყურადღებოა.

„კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობა, ყველა ასაკში შესაძლებელია. ის, რომ ხანდაზმულებში კორონავირუსი უფრო შეიძლება რთულად მიმდინარეობდეს, ეს უკავშირდება იმ თანმხლებ დაავადებებს, რაც ხშირია ხანდაზმულ ასაკში. ამდენად, აქაც, ორსულობა უბრალოდ ასუსტებს ორგანიზმს, ისედაც დიდი დატვირთვაა ორგანიზმზე და ასეთ სიტუაციაში საყურადღებოა პაციენტების და საერთოდ, ადამიანების ეს ჯგუფები“,- განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა