ირაკლი კობახიძე - ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა ობიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა ობიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ვინც არ უნდა წარედგინა, ოპოზიციას ყველაზე უარყოფითი რეაქცია ექნებოდა.

„ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის მისი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომელი კანდიდატიც არ უნდა წარმოედგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყველასთან დაკავშირებით ექნებოდა იგივე პოზიცია ოპოზიციას, აქედან გამომდინარე ეს არ იყო მოულოდნელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს