ნინო ქადაგიძე - ჩემთვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა იქნება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა იქნება.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, არჩევის შემდეგ განუცხადა, მისი ძალიან დიდი სურვილია შექმნას მართლმსაჯულება, რომელიც საზოგადოების მაღალ ნდობას დაიბრუნებს.

„დღეს მე მხარი დამიჭირა პარლამენტის უმრავლესობამ და ვფიქრობ, რომ უფლებამოსილი ვარ დღეიდან შევუდგე ამ თანამდებობას. ჩემთვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა. თქვენ იცით, რომ ჩვენ, მოსამართლეები საზოგადოებას ვერაფერს დავპირდებით პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, თუმცა, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, შევქმნათ მართლმსაჯულება, რომელიც დაიბრუნებს საზოგადოების მაღალ ნდობას. ეს იქნება ალბათ, თანამდებობაზე ჩემი მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული მიზანი“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)