„თიბისი“ ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებას ეხმაურება

„თიბისი“ ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებას ეხმაურება.

როგორც „თიბისის“ ინფორმაციაში აღნიშნული, ცვლილებების თანახმად, გადახდისუნარიან მოსახლეობას სესხის აღება გაუმარტივდება, გარდა ამისა, ცვლილებები შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და დაკრედიტების პროცესს მეტ ეფექტიანობას მისცემს.

მათივე ცნობთ, ცვლილებების შედეგად, მაღალშემოსავლიან მსესხებლებთან დაკავშირებით პროცედურა უფრო მოქნილი ხდება, მათთან მიმართებაში ბანკს საშუალება ექნება მსესხებლის რისკიანობა შიდა პროცედურებით შეაფასოს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მარტივდება შემოსავლების შესწავლის მეთოდები თვიდასაქმებული/დაქირავებით მომუშავე მსესხებლებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებით. ასეთ მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება მარტივად და სწრაფად ისარგებლონ სესხით, დამატებითი შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

გაიზარდა იპოთეკური სესხების ვადაც, ზოგიერთი ტიპის სესხებზე 15 წლიდან 20 წლამდე და, ასევე, შემსუბუქდა მიდგომები სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტთან დაკავშირებით. მაგალითად, იმ მომხმარებლებს, რომელთაც შემოსავალი საზღვარგარეთიდან აქვთ, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა უმსუბუქდებათ 60%-დან 70%-მდე. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით პოზიტიურად აისახება უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ამ სფეროს განვითარებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ადამიანებს სესხის აღება პროცედურულად გაუმარტივდებათ. მნიშვნელოვანია ის, რომ წესებზე დამყარებული მიდგომები იცვლება და პრინციპებზე დამყარებულ მიდგომებზე გადავდივართ. მაგალითად, თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით ბანკები ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ იმ ფორმულირებებს, თუ როგორ გავცეთ სესხები. რა თქმა უნდა, ამ პრინციპებს შევათანხმებთ ეროვნულ ბანკთან“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა