Ebg.ge, hotsale.ge, allwine.ge, readersland.ge და aptiaqi.ge კომპანიებს ონლაინ გაყიდვისთვის საკუთარი ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებს სთავაზობენ

ქართულ ბაზარზე ელექტრონული კომერციის სფეროში ყველაზე აქტიურად მოხმარებადი ვებ-გვერდები, როგორებიცაა ebg.ge, hotsale.ge, readersland.ge, allwine.ge და სულ მალე aptiaqi.ge-ც ყველა კომპანიას სთავაზობენ გამოიყენონ მათი პლატფორმები ონლაინ გაყიდვებისთვის.

დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდში “კედარი ვენჩერს”, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვებ-გვერდს აერთიანებს, აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ისინი სრულად აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და კარგად ესმით იმ გამოწვევების სიმძაფრე, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკა დადგეს.

„გადავწყვიტეთ, დისტანციურად დასაქმებულთა და ბიზნესის ხელშესაწყობად, ჩვენი პლატფორმები სხვადასხვა პროდუქციის რეალიზაციისთვის გამოვიყენოთ. კომპანიებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ და თავიანთი პროდუქცია ჩვენს ონლაინ პლატფორმებზე განათავსონ. ჩვენ გვსურს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა პერიოდამდეც საჭირო იქნება, ბიზნესსა და დისტანციურად დასაქმებულებს შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა პროფილის კომპანიას, იქნება ეს საკვები პროდუქტების მწარმოებელი თუ სააფთიაქო, ისარგებლონ უკვე გამართული მზა სისტემებით და მომხმარებელს გაუმარტივონ მათ პროდუქტებზე წვდომა. 10-ზე მეტ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები ვებ-გვერდებზე სხვადასხვა პროდუქციის განთავსებისთვის. აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია”,-განაცხადა კედარი ვენჩერსის დირექტორმა ანი სირბილაძემ.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირდაპირი რეკომენდაციები გულისხმობს თავშეყრისა და ხალხმრავალი ადგილებისგან დისტანცირებას, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ კომპანიებს ხელს რომ გადავიდნენ ონლაინ გაყიდვებზე ", - აცხადებს hotsale.ge – ის დირექტორი თათული ზაკალაშვილი

კომპანიებს დაკავშირება შეუძლიათ მოცემულ საკონტაქტო არხებზე:

Kedari Ventures - 558 000 887 , info@kedariventures.com

Hotsale.ge – 2 19 44 88, info@hotsale.ge

Readersland.ge – 577 21 54 69, info@readersland.ge

Ebg.ge – 2 88 07 06 info@ebg.ge

Allwine.ge – 555 57 45 54, info@allwine.ge

Aptiaqi.ge – 557 905 443, info@aptiaqi.ge

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა