შიდა ქართლის გუბერნატორი - დაგვევალა, მოხდეს გაკონტროლება რომ რეგიონში ყველა საკითხს მაქსიმალურად დროულად მივხედოთ

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.

როგორც რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გუბერნატორების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საზოგადოებას ვირუსის პრევენციისთვის თვითიზოლაციისკენ მაქსიმალურად მოუწოდონ.

ამასთან, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მაქსიმალურად კოორდინირებულად მუშაობენ ჯანდაცვის მინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან, რათა მაქსიმალურად დროულად გატარდეს ყველა პრევენციული ღონისძიება და ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული.

„კონკრეტულად გადასადგმელია შემდგომი ნაბიჯები იმისათვის, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად მოვუწოდოთ თვითიზოლაციისკენ, რა შემთხვევაშიც არის ამის საჭიროება. მოხდეს მათი მაქსიმალური გაკონტროლება, რათა საზოგადოების მხრდიდან მსგავსი საკითხების მიმართ სოლიდარულობა იყოს გამოჩენილი. ასევე, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას თითოეული მიმართულებით, მათ შორის ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის კუთხით, რომ თუკი რეგიონში რაიმე ტიპის საჭიროება წარმოიშვება, ყველა საკითხს მაქსიმალურად დროულად მივხედოთ“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

კითხვაზე, პირობითად, მოქალაქე როგორ უნდა გადაადგილდეს გორიდან ხაშურის მიმართულებით, თუკი ავტომობილი არ ჰყავს, ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით სტანდარტები მაქსიმალურად გამკაცრდება.

„ჩვენ ადგილზე გვექნება კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სამსახურებთან და ადეკვატურ ღონისძიებებსა და გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოსახლეს საშუალება ექნება გადაადგილეს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. კონკრეტულად რა შეზღუდვები დაწესდება, ამას ადგილზე, საჭიროებების მიხედვით შევაფასებთ და და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, ყველა ის ღონისძიება უნდა გავატაროთ, რომელიც ვირუსის პრევენციას შეუწყბს ხელს. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა