ირაკლი ქადაგიშვილი - ყველა ღონისძიებას უნდა მივმართოთ, რომ რეგიონებში ინფიცირების საფრთხეები მინიმუმამდე დავიყვანოთ

უკვე სხვა ფაზაში გადავდივართ. მაქსიმალურად, ყველა ღონისძიებას უნდა მივმართოთ ყველა რეგიონში იმისათვის, რომ ინფიცირების საფრთხეები მინიმუმამდე დავიყვანოთ, - ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გუბერნატორებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შემდეგი რეკომენდაციებია ის, რომ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა მაქსიმალურად აიკრძალება, ამავდროულად, მაქსიმალურად შეიზღუდება რესტორნებსა და კაფეებში, აგრეთვე, ნებისმიერი ასეთი ტიპის ადგილებში თავშეყრა და დაიხურება ასეთი ობიექტები.ისინი იმუშავებენ მხოლოდ გატანაზე. ასევე, კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება და შეიზღუდება ყველა იმ ტიპის ობიექტის ფუნქციონირება, სადაც შესაძლებელია ადამიანების თავშეყრა მოხდეს.

მისივე თქმით, ყველა ღონისძიება ტარდება ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად - გაწყდეს ვირუსის გავრცელების ჯაჭვი.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ღონისძიებები ტარდება არა რაიმე დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, არამედ ტარდება ერთი მთავარი მიზნისთვის - ვირუსის გავრცელების ჯაჭვი მაქსიმალურად, ყველა კომპონენტში იქნას გაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ეს ქმნის გარკვეულ დისკომფორტს, მაგრამ მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი ქვეყანა, ცხოვრობს იმ პირობებში, როცა უნდა მივიღოთ მკვეთრი გადაწყვეტილებები, გადავდგათ მკვეთრი ნაბიჯები, რათა გავრცელების ჯაჭვი მაქსიმალურად გავწყვიტოთ ყველა შესაძლო სარისკო ადგილას“, - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

ირაკლი ქადაგიშვილმა საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მოქალაქეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას.

„ დღეს პრიორიტეტია ცხოვრების ისეთ წესზე გადასვლა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად იზოლირებულები. გადაადგილება უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას. ამ განსაკუთრებული აუცილებლობისას უნდა იქნას გამოყენებული პერსონალური ავტოტრანსპორტი. თუ თქვენი გადაადგილება დაკავშირებულია საზოგადოებრივ აუცილებლობასთან, სახელმწიფო საქმიანობის აუცილებლობასთან, ან კონკრეტული კერძო კომპანიის, თუ ფირმის მუშაობის აუცილებლობასთან და მას აქვს ძალიან დიდი, სასიცოცხლო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, ხდება ასეთი გადაადგილების უზრუნველყოფა. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ მოგზაურობების დრო დროებით შეწყვეტილია, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, - აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა