დავით ჭიჭინაძე პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარებას ითხოვს

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარებას ითხოვს. „ახალი ინიციატივა ფორსმაჟორულ სიტუაციას და შესაბამისად, პროცენტების შეჩერებას კი არა, იმ პროცენტების გადავადებას, ანუ ახალი, ამ სამთვიანი გადაუხდელი სესხების აკუმულირებას და თავიდან დარიცხვას გულისხმობს. ხოლო იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი იკეტება და ხალხს სახლში წასვლა უწევს, ხელფასი კი არა, სოციალურად დაუცველები ხდებიან ადამიანები!“ -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ პლენარულ დღევანდელ სხდომაზე და საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზნაძეს კომიტეტის სხდომის მოწვევა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარება მოსთხოვა.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ყოველდღიურად ხდება კონსტიტუციის, კანონის დარღვევა, რადგან მაშინ, როდესაც საქართველოში ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ბანკს, ქვეყანაში გაცილებით მეტია კრედიტები გაცემული, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკაში ფული არსებობს.

ანუ, ხალხს აძლევენ იმ ფულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და დღეს ამ არარსებულ ფულზე უნდათ კიდევ პროცენტები დაარიცხონ, არც კი შეაჩერონ. მითუმეტეს, რომ ახალი ინიციატივა არ გულისხმობს ფორსმაჟორულ სიტუაციას და პროცენტების შეჩერებას, ის მათ გადავადებას, ანუ ახალი სეხების, ამ სამთვიანი გადაუხდელი სესხების აკუმულირებას და თავიდან დარიცხვას გულისხმობს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო