თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია 50 და 100-გრამიან შესაფუთთან ერთად, 15-გრამიან შესაფუთებშიც იქნება შესაძლებელი

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია 50 და 100 გრამიან საფუთავებთან ერთად, შესაძლებელი იქნება 15 გრამიან საფუთავებშიც. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (74 მომხრე) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას.

კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის - საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების რეალიზაცია 50 და 100 გრამიან საფუთავებთან ერთად, შესაძლებელი იქნება 15 გრამიან საფუთავებშიც. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და გურამ მაჭარაშვილი არიან.

აღსანიშნავია, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ აღნიშნულ კანონპროექტში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს ხედავს. ფრაქციის წევრების განცხადებით, უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეჭვებს აჩენს, რომ ამით ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების ლობირება ხდება. როგორც ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, ეს კანონპროექტი არის იმ დიდი სქემის ნაწილი, რომლითაც თამბაქოს ინდუსტრიაში მონოპოლისტი ვანო ჩხარტიშვილი ხდება.

გარდა ამისა, ფრაქციის წევრთა განცხადებით, ეს კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გატარებულ პოლიტიკასთან, ვინაიდან მისი დამტკიცებით, თამბაქოზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს