პარლამენტმა სკოლების ავტორიზაციის დასრულების თარიღის გადავადების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სკოლების ავტორიზაციის დასრულების თარიღის გადავადების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს (81 მომხრე) მხარი დაუჭირა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანახმად, ახალი სტანდარტის მიხედვით სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად, 2026-2027 წლამდე დასრულდება.

„ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი დაიწყოს ეტაპობრივად, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესის პარალელურად, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების ხელისშემშლელი გარემოებები“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა