ზურაბ ჭიაბერაშვილი -  რა იქნება 30 და 40 წლის მერე გვაღელვებს, მაგრამ გაცილებით მეტად გვაღელვებს, ადამიანებს 5,10 ან 20 ლარით მეტი ექნებათ თუ არა ჯიბეში, რადგან სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში სერიოზულ გაძვირებას ვხედავთ

რა იქნება 30 და 40 წლის მერე, რა თქმა უნდა, გვაღელვებს, მაგრამ გაცილებით მეტად გვაღელვებს ადამიანებს 5,10 ან 20 ლარით მეტი ექნებათ თუ არა ჯიბეში, რადგან ვხედავთ სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში სერიოზულ გაძვირებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, პარტიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რაც საპენსიო დანაზოგის 8 თვით შეჩერებას გულისხმობს, მთავრობა სერიოზულად განიხილავს.

„ევროპული საქართველოს“ აზრით, მთავრობა აგვიანებს გადამწყვეტი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმას, როგორიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები და საგადასახადო შემცირება. იცით, რომ დაგროვებითი საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს და არა გადავადდეს, ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს ასევე, დამსაქმებელს და სახელმწიფო ბიუჯეტს დარჩება ფული, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში დამატებითი სახსრები გაუჩნდეს. ქალბატონმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობა ამ წინადადებას სერიოზულად განიხილავს და ჩვენ ველოდებით. რა იქნება 30 და 40 წლის მერე, რა თქმა უნდა, გვაღელვებს, მაგრამ გაცილებით მეტად გვაღელვებს ადამიანებს ექნებათ 5,10 ან 20 ლარით მეტი თუ არა ჯიბეში, რადგან ვხედავთ სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში სერიოზულ გაძვირებას. ასევე, საგადასახადო შემცირებები მთლიანად ვერ დაგვიცავს, მაგრამ მნიშვნელოვნად შეარბილებს იმ უარყოფით შედეგებს, რაც ყველას გველოდება და რაც ლარის კურსზე უკვე აისახა. ლარის კურსი, სამწუხაროდ, გადაეცემა ფასებს და სწორედ ამიტომაც არის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება საჭირო ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ამ გამოწვევას და კრიზისს, ეს დიდწილად არის დამოკიდებული მოქალაქეების ქცევაზე. ამიტომ ჭიაბერაშვილი მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდეს.

„თავის დროზე, როცა ჩვენ ვხედავდით საკარანტინო პირობების დარღვევას მთავრობას მაშინათვე გაცილებით უფრო გადამწყვეტად უნდა ემოქმედათ, მათ შორის საპოლიციო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ხარვეზი ნიშნავს იმას, რომ ვირუსს ვაძლევთ საშუალებას უფრო მეტად გაარღვიოს დაწესებული ზღუდეები და ამას მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი. მთავარი მაინც არის სამედიცინო პერსონალის დაცვა ეკიპირებით და ინსტრუქციებით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!