საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ფიქრი რეგულაციების შემდგომ შერბილებასა თუ სხვა დამატებით ღონისძიებებზე იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზარზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის იყო და რჩება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების მხარდამჭერი, რაც აუცილებლად გულისხმობს რისკების სათანადო შეფასებასა და მართვას და სესხების იმ პირებზე გაცემას, ვისაც აღებული სესხების უკვე შემდგომი მომსახურებისათვის ადეკვატური შემოსავლის წყაროები გააჩნია. ამავდროულად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, პირველ რიგში, კი საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, აქტიურად მუშაობდა, რათა მომხდარიყო “ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ” დებულებით გათვალისწინებული ახალი წესების გადახედვა, მათი საჭირო და აუცილებელი შერბილების მიზნით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო გლობალურად შექმნილმა პრობლემებმა გააჩინა ახალი გამოწვევები, რომლებიც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას იქონიებს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ფიქრი რეგულაციების შემდგომ შერბილებასა თუ სხვა დამატებით ღონისძიებებზე იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზარზე, რამაც, მათ შორის, ასევე დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ლარის გაცვლითი კურსი ბოლო წლებში იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ბიზნესისა და შესაბამისად ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი.

ასევე, როგორც პრაქტიკამ ცხადყო, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები ზედმეტად მკაცრი რეგულაციების გარეშეც უმკლავდებიან საკუთარი რისკების შეფასებისა და მართვის პასუხისმგებლობას, რაც ცალსახად იმედისმომცემია და რისიც ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა