ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 491-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 11 178 ადამიანი

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 309-დან 491-მდე გაიზარდა. ვირუსით დაინფიცირდა კიდევ 2 000 ადამიანი და ჯამში დაავადებულთა რიცხვმა 11 178-ს მიაღწია. კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა მადრიდში გამოვლინდა, სადაც 4 871 ინფიცირებულია.

არსებული ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსისგან 1,028 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მანამდე, ესპანეთმა ვირუსის პრევენციის მიზნით საზღვრები ჩაკეტა - საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან ქვეყანაში ავტომობილების შეშვებაზე აკრძალვა დაწესდა. მიმოსვლის შეზღუდვა მხოლოდ ესპანელებს და საზღვართან დასაქმებულ პირებს არ შეეხოთ. შეზღუდვა შეეხო მატარებლებით მიმოსვლასაც.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო