რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში მყოფი 46-ვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი 46 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორი პირი, ვინც დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, კლინიკას დღეს დატოვებს.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან გაუქმდა საკარანტინო ზონა და დავიწყეთ პაციენტების მიღება. ამ 46 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმეს, ვისთანაც იყო ჩვენება ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. ყველა შემთხვევაზე მოვიდა უარყოფითი პასუხი. ანუ, არც ერთ არ აღენიშნება ეს დაავადება კორონავირუსის სახით. ყველა მათგანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. დღეს დატოვებს კლინიკას დაკვირვების ქვეშ მყოფი 2 პაციენტი, რომლებსაც გაუვიდათ ყველანაირი ვადა და არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური ნიშნები“,- განაცხადა გოფოძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 35 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ერთი პაციენტი უკვე განიკურნა და კლინიკა გუშინ დატოვა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1008, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა