კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ  პირველი სხდომა გამართა

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, სხდომაზე კომისიის მუშაობის გრაფიკსა და ფორმატზე იმსჯელეს. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გამო, საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომისია განცხადებით მიმართავს როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე, „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შესაბამისი კონსულტაციები გაიმართება.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი თენგიზ შარმანაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, კომისიის მდივანი თორნიკე ჭეიშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა