მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, არ გართულებულა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაცკორონავირუსი დაუდასტურდათ, არ გართულებულა.

მისი თქმით, მათგან ერთ-ერთს დადასტურებული პნევმონია აქვს.

„ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა. პირველთან დადასტურებულია პნევმონია, პნევმონია მიმდინარეობს საშუალოზე მძიმე ცხელებით. კლინიკური მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გამოხატული, ის, რაც დამახასიათებელია ვირუსული პნევმონიისთვის. მეორე პაციენტთან ჯერჯერობით არ დადასტურებულა. დღეს ჩაუტარდება მას კომპიუტერული კვლევა და შეფასდება მისი საბოლოო მდგომარეობა. დანარჩენის მხრივ ცხელება გრძელდება, მაგრამ ობიექტური სტატუსი ჯერჯერობით სტაბილურია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს