ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ლაბორატორიიდან კი 11 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 46 პაციენტია მოთავსებული, რომელთა შორის 28 პაციენტს კორონავირუსი აქვს. მისი თქმით, კორონავირუსზე აღებულია 11 პაციენტის ტესტი და მათი პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი. ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ დროისთვის ჩვენთან წევს 46 პაციენტი. დადასტურებული შემთხვევა 28 პაციენტია, დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ შეგვმატებია. იცით, რომ ერთი პაციენტი გაეწერა, 29 ადამიანი იყო და 28 დარჩა. დღეს დილიდან აღებულ 11 პაციენტის ტესტზე ყველგან უარყოფითი პასუხია მიღებული. ეს პაციენტები თანდათანობით ჩვენს ცენტრს დატოვებენ, ზოგი საკარანტინო სივრცეში, ზოგი თვითიზოლაციაში გადასვლით. დღის მეორე ნახევრისთვის კვლავ 11 ტესტია აღებული და პასუხს გვიან ველოდებით. ალბათ, მათი შედეგები თქვენთვის დილისთვის იქნება ცნობილი. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დილიდან საღამომდე სტაბილურია. არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გაუარესებულა“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა