მარინა ეზუგბაია - უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული ნომერ მეორე და ნომერ მესამე პაციენტები კლინიკას დატოვებენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს გამოჯანმრთელების გასაკონტროლებლად ტესტი ჩაუტარდა და თუ განმეორებითი ანალიზების შემთხვევაში, მათი პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, ისინი კლინიკას დატოვებენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია ნომერ მესამე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის ჩაუტარებენ მას ტესტებს, ეზუგაბაიამ განმარტა:

„დღეს ჩატარდა მესამე პაციენტთან გამოჯანმრთელებისთვის ჩასატარებელი ტესტი და მასთან უარყოფითი პასუხია მიღებული. 4 საათიანი ან ცოტა მეტი ინტერვალით გაკონტროლდება კიდევ. როცა ნომერ მეორე პაციენტზე ვსაუბრობთ, მასთან ჩატარებული ტესტირებით უბრალოდ გახანგრძლივდა ტესტირებისთვის საჭირო ვადები, ამის გამო მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდება ტესტირება ვადის დასრულებისას. შედეგებს მაშინ მოგახსენებთ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნომერ მეორე და ნომერ მესამე პაციენტები კლინიკას დატოვებენ“.

მისი თქმით, ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირების წყარო, მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე არსებობს.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა