გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე  ნინო ქადაგიძის არჩევა შეიძლება შეფასდეს როგორც ისტორიული, ასევე სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო ქადაგიძის არჩევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული, ასევე სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი,-ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა დღეს ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

"მე უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ნინო ქადაგიძეს, რადგან მჯერა, მისი საქმიანობა პირველი მოსამართლის რანგში, სასამართლოს განვითარებას შეუწყობს ხელს და მიმართული იქნება სისტემის სრულყოფისკენ", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა