ნათია თურნავა სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებებისა და დაგეგმილი რეგულარული სექტორული შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებთან სადეზინფექციო ხსნარების ადგილობრივი წარმოების განვითარება და მათი ხელშეწყობის გზები განიხილა.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, ისინი მზად არიან დამატებით აწარმოონ როგორც ანტისეპტიკური ხსნარები, ასევე სადეზინფექციო საშუალებები. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე საჭირო ხსნარების მარაგი აქვთ.

„ვაგრძელებთ რეგულარულ სექტორულ შეხვედრებს და დღეს შევხვდით სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ სადეზინფექციო ხსნარების ადგილობრივი წარმოების განვითარებას და კომპანიებმა გაზარდონ ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებების წარმოება. ჩვენ კი ჩვენი მხრივ, მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში თანადგომა აღმოვუჩინოთ მათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა