გიორგი გახარია - ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილში,  ჩვენც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც, გლობალურად, სახელმწიფოებიც ამბობენ, რომ  უნდა მოხდეს წესების გამარტივება

ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილში, ჩვენც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც, გლობალურად, სახელმწიფოებიც ამბობენ, რომ პირიქით, აქ უნდა მოხდეს წესების გამარტივება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვრებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან და სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად მარტივი პირობები შეიქმნას ლოგისტიკის ნაწილში.

„ჩვენ ახლა ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და შევქმნათ უფრო მარტივი პირობები იმისთვის, რომ ლოგისტიკური მოძრაობა ტრანსპორტის და, პირველ რიგში, იმ მოხმარების ნივთების და საქონლის, რომლის დეფიციტიც შეიძლება თეორიულად გაჩნდეს ან საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში, შევამსუბუქოთ,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო