ეკატერინე ტიკარაძე - ვარაუდი, რომ რომელიმე ინფიცირებულის წყაროს დადგენა ვერ მოვახერხოთ, არსებობს, რაც გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი, რაც შეიძლება, იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე

იმის ვარაუდი, რომ შეიძლება რომელიმე ინფიცირებულის წყაროს დადგენა ვერ მოვახერხოთ, არსებობს, რაც გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი და ეს პიკი შეიძლება იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს არანაირი პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ჯანდაცვის სისტემა მზადაა, მართოს ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის პაციენტები.

„ჩვენ მუდმივად ვემზადებით ყველაზე რთული სცენარისთვის. შესაბამისად, იმ დაშვებებიდან გამომდინარე, რა რიცხვიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი შემოყვანილი მოქალაქეების რიცხვთან მიმართებაში, იმის ვარაუდი, რომ შეიძლება ჩვენ რომელიმეს წყაროს დადგენა და დადასტურება ვერ მოვახერხოთ, რა თქმა უნდა, არსებობს, რაც გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი და ეს პიკი შეიძლება იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე, თუმცა ეს ჩვენ არ გვაძლევს არანაირი პანიკის საფუძველს, ვინაიდან ჯანდაცვის სისტემა დღესდღეობით არის სრულიად მზად, რომ მართოს ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის პაციენტები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა