რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - დღეს ხუთ პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, მათგან ორის პასუხი მივიღეთ და ორივე ნეგატიურია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, მათგან ორის პასუხი მიიღეს და ორივე ნეგატიურია.

როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დანარჩენი სამის პასუხი გვიან ღამით, ან ხვალ დილით იქნება ცნობილი.

„დღეს ხუთ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან ორის პასუხი უკვე გვაქვს და საბედნიეროდ, ორივეს ნეგატიურია. სამის პასუხები ან გვიან ღამით, ან დილით იქნება ცნობილი. ამ რეჟიმში, ჩვენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიდის მათზე მონიტორინგი, დაკვირვება და სიმპტომური მკურნალობა, როგორც ეს არის რეკომენდირებული“, - განაცხადა გოფოძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა