ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა

ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოს 50-მდე აპარატი აქვს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ გართულების შემთხვევაში, პაციენტებისთვის ყველა საჭირო პირობა შეიქმნას.

“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატები, რომელიც დღეს გადაეცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გართულება, რაც შეიძლება იყოს კორონავირუსის შემთხვევაში და საჭიროება პაციენტისთვის, ეს არის ხელოვნური სუნთქვის აპარატების საჭიროება. ჩვენ უზრუნველვყავით რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის 30 ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ამ ეტაპისთვის საავადმყოფოს გააჩნია 50 აპარატი და ამით ჩვენ შეგვიძლია ამ საავადმყოფოში უზრუნველვყოთ პაციენტის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში ყველა საჭირო პირობა. დამატებით ჩვენს მიერ კერძო სექტორში მოძიებული იქნა 500-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომელიც ასევე საჭიროების შემთხვევაში ეტაპობრივად იქნება გამოყენებული პაციენტების მომსახურებისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, აპარატების შესყიდვა 2000-ლარამდე დაჯდა, რაც გეგმიურად იყო გათვალისწინებული. მისივე განცხადებით, ხვალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ეკმოს“ აპარატების შეტანაც იგეგმება.

„ხვალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იგეგმება „ეკმოს“ აპარატების შემოტანა, ასევე მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ კვირის ბოლოს გვექნება დამატებითი „ეკმოს“ აპარატი იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგება. ჩვენს პაციენტებს რისკი ამ კუთხითაც არ დაემუქრებათ“, - აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა