გიორგი გახარია - ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ, პირველ რიგში, არის ეფექტური, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაც

ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, პირველ რიგში, არის ეფექტური, ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაც, მათ შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ოპონენტებმა წარმოადგინეს, არის კრიტიკა, კრიტიკისთვის.

„მე მესმის, რომ დღეს რაღაც პოზიცია უნდა დააფიქსირო და ეს პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს კრიტიკა, გავიგე, ამას ჩვენ ნორმალურად ვუყურებთ, თუმცა ეს არის კრიტიკა, კრიტიკისთვის.

ბიზნესს, ამ გეგმით, ლიკვიდობის სახით, კომპანიებში დარჩება მილიარდი ლარი. ეს ერთი. ეს გეგმა არის გათვლილი 4 თვეზე. როგორც კი ჩვენ 2 თვეს გავივლით და ვნახავთ შედეგებს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავსხდებით ბიზნესთან და განვიხილავთ არის თუ არა კიდევ დამატებითი ნაბიჯები გადასადგმელი. გავითვალისწინოთ ერთი რამ, ეს არის პროცესი და სახელმწიფომ თავისი რესურსი რომ გამოიყენოს ეფექტურად, არ შეიძლება კრიზისში შესვლის პირველივე დღეს, ყველაფერი აიღო და დადო იმისთვის, რომ 1 თვის თავზე, უბრალოდ ინსტრუმენტები არ დაგრჩეს. ეს არის კრიზისი, რომლის მსგავსი სამყაროს ჯერ არ გაუვლია. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ეფექტურობის მიზანი და ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ ნაბიჯ-ნაბიჯ და ეფექტურად და არ გავისროლოთ ყველაფერი ერთ დღეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო