დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტრილიონიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 1-ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის, რომლის მიზანი კორონავირუსისგან დაზარალებული ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განმარტებით, ის მხარს უჭერს იმას, რომ აღნიშნული ეკონომიკური პაკეტის ფარგლებში, თითოეულმა ამერიკელმა, ორი კვირის განმავლობაში 1 000 აშშ დოლარიანი ჩეკი მიიღოს.

მისივე თქმით, 50 მილიარდი აშშ დოლარი ავიაკომპანიებისთვის გამოიყოფა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო გაკოტრების საფრთხის წინაშე არიან.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს კორონავირუსზე ტესტების უფასოდ ჩატარებს, ავადმყოფობის გამო შვებულებაში მყოფი ადამიანების ანაზღაურებასა და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის თანხის ზრდას.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტრილიონიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა