უკრაინაში 100 000 ნიღბის მოპარვისთვის სამი პირი დააკავეს

უკრაინის პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებიც თავს დაესხნენ სამედიცინო ნიღბების დისტრიბუტორებს და 100 000 ნიღაბი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა დაზარალებულებს უბრძანეს, იატაკზე დაწოლილიყვნენ, რის შემდეგაც მათ ნიღბები მოიპარეს.

პროკურატურის ცნობით, მოპარული საქონლის ღირებულება, დაახლოებით, 44 000 ევროა.

დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა