წიგნის მაღაზიებში გიორგი კეკელიძის „სხვა გურული დღიურები“ გამოვა

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ, მკითხველი სულ მალე წიგნის მაღაზიათა თაროებზე „სხვა გურულ დღიურებს” იხილავს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, თუ „გურული დღიურები” ავტორის მიერ საქართველოს ამ საინტერესო მხარეში შეგროვებულ ისტორიებს მოიცავდა, „სხვა გურული დღიურები” ავტორის თვალით დანახულ გურიას გვიჩვენებს. გიორგი კეკელიძე ახალ წიგნს „ცოტა უცნაურ გაგრძელებას“ უწოდებს, რადგან, მისი თქმით, ახალი ნაწარმოები „გურულ დღიურებში” აღწერილი ისტორიების „შიგნიდან დანახვის მცდელობას” წარმოადგენს.

„ეს წიგნი ანუ „სხვა გურული დღიურები” არის ერთგვარი გაგრძელება „გურული დღიურებისა“, ოღონდ ცოტა უცნაური გაგრძელება, რადგან, რეალურად, ის უფრო გულისხმობს იმ ამბების შიგნიდან დანახვის მცდელობას, რომლებსაც წიგნების სერიაში აღვწერ“, - განმარტავს გიორგი კეკელიძე.

ავტორს იმედი აქვს, რომ წიგნების პირველი სერიის მსგავსად, მკითხველი ახალ ნამუშევარსაც დიდი ინტერესით მიიღებს.

„ამ შემთხვევაში, მე მხოლოდ დამკვირვებელი შემიძლია ვიყო”, - აღნიშნავს იგი.

იმისათვის, რომ მკითხველს გურია მთელი თავისი სიცხადით შეეგრძნო, ავტორი საქართველოს ამ მხარეში ოთხი თვის განმავლობაში მოგზაურობდა და მხიარულ ისტორიებს აგროვებდა. ამ ისტორიებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. „გურული დღიურები“ 2014 წლიდან ბესტსელერი გახდა. მკითხველმა, რომელსაც ხშირად ენატრება სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრების შესახებ სხარტად დაწერილი ისტორიები, „გურული დღიურები” სწრაფად შეისრუტა. სულ მალე კი გამომცემლობა „პალიტრა L” შემოგვთავაზებს გურული კაცის თვალით დანახულ ისტორიებს, რომლებსაც ავტორი ჩვენ თვალწინ მისთვის დამახასიათებელი სხარტი წერის მანერით გააცოცხლებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა